ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანმა ეგვიპტელებს ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მიულოცა


თეირანმა ეგვიპტელებს ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მიულოცა

ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემოსნტრანტები ირანის დროშის ქვეშ ანტი - ამერიკულ ლოზუნგებს ყვიროდნენ.

ოფიციალურმა თეირანმა ეგვიპტელებს ჰოსნი მუბარაქის გადადგომა მიულოცა. მუბარაქის გადადგომა დაემთხვა ირანის რევოლუციის ოცდამეთორმეტე წლისთავს.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალ აკბარ სალეჰი ამბობს, ირანი მიესალმება ეგვიპტეში მიმდინარე პრო-დემოკრატიულ რევოლუციას.

თუმცა, როგორც თეთრი სახლის პრეს მდივანი რობერტ გიბსი აცხადებს, ირანის მთავრობა ვერ გაიზიარებს ეგვიპტელების წარმატებას, რადგანაც ოფიციალურ თეირანს არ შესწევს უნარი საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალადობით ახშობს.

ამის ფონზე, ირანის ოფიციალურმა პირებმა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი მედი კარუბს, რომელმაც ირანლებს მოუწოდა ეგვიპტისა და ტუნისის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გამართონ, შიდა პატიმობა მიუსაჯეს.

თეირანის თავისუფლების მოედანზე ათი ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად. დღესასწაულზე სიტყვით ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეერთებული შტატებისა და ისრაელის გავლენის შესუსტებაზე მეტყველებს.

გასულ კვირას, ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები ირანის დროშის ქვეშ ანტი-ამერიკულ ლოზუნგებს ყვიროდნენ.

XS
SM
MD
LG