ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო


იემენის დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო

იემენის პრეზიდენტი სალეჰიც 30 წელიწადზე მეტია, რაც ხელისუფლების სათავეში იმყოფება.

ათასობით ადამიანი გამოვიდა იემენის დედაქალაქ სანაში საპროტესტო დემონსტრაციაზე პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით.

ჰოსნი მუბარაქის გადადგომით შეგულიანებული დემონსტრანტები ეგვიპტის საელჩოსკენ დაიძრნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ ხელკეტებით შეიარაღებული უშიშროების აგენტები გამოვარდნენ, რომლებმაც ხალხს უკან დაახევინეს.

იემენელი დემონსტრანტები სანას უნივერსიტეტთან და თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, რომელსაც ქაიროს მსგავსად თაჰრირი ჰქვია.

საინტერესოა, რომ იემენის მთავრობამ ამ მოედანზე დემონსტრანტების გამოჩენამდე მოასწრო კარვების დადგმა ანტი-სამთავრობო გამოსვლების აღკვეთის მიზნით.

მუბარაქის მსაგვსად იემენის პრეზიდენტი სალეჰიც 30 წელიწადზე მეტია, რაც ხელისუფლების სათავეში იმყოფება.

XS
SM
MD
LG