ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის ცენტრალურ რეგიონში შეტაკებებია


ნიგერიის ცენტრალურ რეგიონში შეტაკებებია

შაბათს მეამბოხეებმა რამდენიმე ავტომანქანა გადაწვეს.

თვითმხილველთა ცნობით, ნიგერიის ქალაქ ჯოსში შეტაკებები მოხდა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიის ხელისუფლება ამ ქალაქში მუსლიმ და ქრისტიან შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის პერიოდული ძალადობის ჩახშობას უკვე დიდი ხნის მანძილზე ცდილობს.

ქალაქის მაცხოვრებლების ცნობით, შაბათს მეამბოხეებმა ორ ბენზინის ჩასასხმელ სადგურს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე ავტომანქანა გადაწვეს.

თვითმხილველები იუწყებიან, რომ ძალადობის შედეგად, სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვს არ ადასტურებენ.

XS
SM
MD
LG