ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოკჰოლმში ორი აფეთქება მოხდა


სტოკჰოლმში ორი აფეთქება მოხდა

აფეთქებისას დაიღუპა ერთი ადამიანი.

შვეციიის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცენტრალურ სტოკჰოლმში ორ აფეთქებას ჰქონდა ადგილი.

შაბათს, ქალაქის სავაჭრო ცენტრთან აფეთქდა მანქანა, რომლის დროსაც დაშავდა ორი ადამიანი. ცოტა ხანში, იმავე ქუჩაზე მეორე აფეთქებას ჰქონდა ადგილი, აფეთქებისას დაიღუპა ერთი ადამიანი.

შვეციის საინფორმაციო სააგნეტო აცხადებს, რომ აფეთქებამდე 10 წუთით ადრე, სააგენტომ არაბულ და შვედურ ენაზე გამაფრთხილებელი ელ-ფოსტა მიიღო.

სააგენტო იქვე აცხადებს. რომ მსგავსი ტიპის ელ-ფოსტა მიუვიდა ქვეყნის უშიშროების პოლიციასაც.

XS
SM
MD
LG