ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი პოლონეთს ეწვია


რუსეთის პრეზიდენტი პოლონეთს ეწვია

რუსეთისა და პოლონეთის ლიდერები ხელს მოაწერენ რამდენიმე ხელშეკრულებას.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთს ეწვია. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობის გამოსწორებაა.

მედვედევი ვარშავაში დღეს ჩაფრინდა. მას თან ახლავს ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაცია. მედვედევი მოლაპარაკებებს თავის პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართავს.

მოსალოდნელია, რომ ლიდერები ხელს მოაწერენ რამდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ენერეგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას და ასევე ინვესტიციების საკითხს.

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, პრეზიდენტები ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას ბალტიის ზღვაში დაბინძურების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ.

პოლონეთსა და რუსეთს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირების შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ისტორია აწმყოთი შეიცვალოს.“

XS
SM
MD
LG