ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინოდის ახალი მოწოდება


სინოდის ახალი მოწოდება
სინოდის ახალი მოწოდება

დასრულდა სინოდის ორ კვირიანი კონფერენცია.

როგორც რომის პაპი ბენედიქტე მე-16-ე ამბობს, ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანი ხერხებით მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღეს დასრულდა სინოდის ორ კვირიანი კონფერენცია ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ. რომის პაპმა იქვე დასძინა, რომ რეგიონი კონფლიქტების, ომებისა და ტერორიზმის კერად იქცა.

მან მხარი დაუჭირა კათოლიკი ეპისკოპოსების მიმართვას , სადაც სინოდი მოუწოდებს ისრაელს გაეროს რეზოლუციას დაექვემდებარონ და დაასრულონ პალესტინის ოკუპაცია.

კათოლიკე ეპისკოპოსების აზრით, ისრაელმა არ უნდა მოახდინოს ბიბლიით სპეკულაცია და თავი დაანებოს აღთქმულ მიწასა და რჩეული ებრაელი ერის შესახებ ლაპარაკს, რათა გაამართლოს ახალი დასახლებების მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბულ რაიონებში.

XS
SM
MD
LG