ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამნეტში ცოტა ხნის წინ სტრუქტურის ახალი იდეის პრეზენტაცია მოეწყო.
დასაწყისში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, სადაც ნათლად ჩანს რომ ტრეფინკინგის მსხვერპლი შესაძლოა, ასაკის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი გახდეს. ნებისმიერი შეიძლება აიძულონ მონურ შრომას და პროსტიტუციას.
“ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. მორალური კანონდარღვევაა. სისაძაგლეა. დამონებას ნიშნავს.”
ალან ბერშინი ამერიკის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურში მუშაობს. ეს ერთ-ერთი იმ სამსახურთაგანია, რომელმაც უშიშროების დეპარტამენტთან ერთად, ახალი აქცია, სახელად “ლურჯი კამპანია” წამოიწყო.
მისი თქმით, აგენტებს, რომლებიც აეროპორტებში, პორტებში, საზღვრებზე მუშაობენ, პირველ რიგში შეუძლიათ მსხვერპლების გადარჩენა. იმისათვის რომ ტრეფიკინგის მსხვერპლების ამოცნობა შეძლონ, მესაზღვრეები სპეციალურ ტრეინინგებს გადიან.
“ხშირად ადამიანური ტრეფინკინგის მსხვერპლებმა, საზღვრის გადაკვეთისას არც კი იციან რომ წინ მონებად გადაქცევა ელით .”
უკანასკნელი თვეების მანძილზე ფედერალურმა სამართალდამცველმა ორგანოებმა და ტრეინინგ ცენტრებმა საერთო კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც სამართალდამცველებს ისე მოამზადებენ, რომ ისინი ტერფიკინგის მსხვერპოლების ამოცნობას ადვილად შეძლებენ.
ალის ჰილი, საშინაო უშიშროების დეპარტამენტის თანამშრომელია.
“ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც ჩვენ აკადემიურ ლიტერატურაში და პრაქტიკაშიც წავაწყდით, იყო ის რომ ადამიანები, რომლებიც ამაზე პასუხიმგებლები არიან, ტრეფიკინგის ნიშნებს ვერ ამჩნევენ.”
კარგი მომზადების შემთხვევაში, რეიდისას ისინი ადვილად შეძლებენ ამოიცნონ, დაკავებული ქალი იძულებით ჩადის დანაშაულს თუ საკუთარი სურვილით.
დებორა სანდერსი კათოლიკური მოწყალების ორგანიზაციიდან არის.
“ის რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის რომ ჩვენ ამ ადამიანებს დანაშაულის ჩადენამდე ვუშველით.”
ტრეფიკინგთან ბრძოლის კომპიუტერული პროგრამა სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ახლო მომავალში საზღვარგარეთაც გაიყიდება.
ჯონ მორტონი, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო დეპარტამენტიდან ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულებების აღკვეთა ჩადენამდე მოხდეს.
“მთავარი წარმატება ის იქნება, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების მთავრობებთან შევძლებთ თანამშრომლობას. არ გვინდა რომ გოგონა პირველივე ქვეყნის თვითმფრინავში მოხდეს.”
საინფორმაციო რუქებს 16 სხავდასხვა ქვეყნის სამსართალდამცავ სტრუქტურას გადაუგზავნიან.
ამერიკა, იმისათვის რომ ახალი კამპანიის სატელევიზიო ჩვენება მოხდეს, მექსიკასთან, გუატემალასა და ელ სალვადორთან თანამშრომლობს.
სამართალდამცავები ამბობენ,რომ ამ პროგრამის მეშვეობით, ამერიკაში ისინი ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი გაცილებით მეტი ადამიანის დაკავებას შეძლებენ.
“ჩვენ გიპოვით, დაგაპატიმდებთ და გაგასამართლებთ. შესაბამისად მსხვერპლებსაც ვიხსნით.”