ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას მთავარი მისია


პრეზიდენტ ობამას მთავარი მისია

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის მისია ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მდიდრებს არ უნდა შეუმცირონ გადასახადები საგანმანათლებლო, სამედიცინო კვლევისა და მოხუცებულების მოვლის სისტემის ხარჯზე.

მან იქვე დასძინა, რომ სახელმწიფო ოჯახის სისტემით უნდა ფუნქციონირებდეს, კერძოდ კი დანახარჯი შესაძლებლობას არ უნდა აღემატებოდეს.

ამის ფონზე რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ გამოსვლაში, სენატორმა დან კოატსმა განაცხადა, რომ დემოკრატების ეკონომიკური პოლიტიკა არ ამართლებს და მოითხოვს ბალანსირებული ბიუჯეტის მოდიფიკაციას.

XS
SM
MD
LG