ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს


ისრაელი თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ისრაელის მთავრობის უპირველესი მოვალეობა იმ საზღვაო ქვეითების დაცვაა, ვინც ფლოტილიის გემებზე შტურმში იღებდა მონაწილეობას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას, მაისში თურქულ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე განხორციელებული რეიდის გამო.

როგორც ცნობილია, ამ აქციის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გამოთქვამს წუხილს ამ მსხვერპლის გამო, თუმცა არ აპირებს ბოდიში მოიხადოს.. მისი თქმით, ისრაელის მთავრობის უპირველესი მოვალეობა იმ საზღვაო ქვეითების დაცვაა, ვინც ფლოტილიის გემებზე შტურმში იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, ისრაელის ჯარისკაცები თავდაცვის ტაქტიკით მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG