ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ ოლიგარქს განაჩენი გამოუტანა


რუსეთის სასამართლომ ოლიგარქს განაჩენი გამოუტანა

სასამართლომ ბრალდებულად ცნო ხადარკოვსკის ბიზნესპარტნიორი - პლატონ ლებედევი.

დღეს რუსეთის სასამართლომ ყოფილი ოლიგარქის მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ლიკვიდირებული ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილი მეპატრონე კომპანიის თანხების მოპარვაში სცნო ბრალდებულად. ხოდორკოვსკისთან ერთად სასამართლომ ბრალდებულად მისი ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევიც ცნო.

ხოდორკოვსკის, რომელიც ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო, ლებედევთან ერთად ნავთობის მოპარვასა და 27 მილიარდი დოლარის მითვისებაში ედება ბრალი. ორივე ბიზნესმენი ამ ბრალდებას უარყოფს. ისინი აცხადებენ, რომ მათი დევნის მიზეზი მათ მიერ ოპოზიციის დაფინანსება და ვლადიმირ პუტინის კრიტიკა გახდა. დაპატიმრებული ბიზნესმენების პატიმრობის 8 წლიანი ვადა მალე იწურება. ხოდორკოვსკი და ლებედევი 2008 წელს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG