ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა მეკობრეებმა დატყვევებულები გაათავისუფლეს


სომალელმა მეკობრეებმა დატყვევებულები გაათავისუფლეს
სომალელმა მეკობრეებმა დატყვევებულები გაათავისუფლეს

გათავისუფლებისთვის მეკობრეებმა 7 მილიონი დოლარი მოთხოვეს.

სომალელმა მეკობრეებმა ერთი წლის შემდეგ პოლ და რეიჩალ ჩენდლერები კვირას გაათავისუფლეს.

მეკობრეებმა წყვილი გასული წლის 23 ოქტომბერს ინდოეთის ოეკანეში სეიჩელესის კუნძულებთან გაიტაცეს. მათი გათავისუფლებისთვის მეკობრეებმა 7 მილიონი დოლარი მოთხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მთავრობას აქვს მკაცრი კანონი, რომლის მიხედვით ისინი გამოსასყიდს არ იხდიან, ადგილობრივმა ტომთა უხუცესებმა განაცხადეს, რომ ბრიტანელი წყვილი მეკობრეებმა 750, 000 დოლარის ოდენობის გამოსასყიდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა საზღვარგარეთ მცხოვრებმა სომალელებმა გადაიხადეს.

XS
SM
MD
LG