ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში


არჩევნები სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში
არჩევნები სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში

ექსპრეზიდენტი ამჟამად ჰოლანდიაში საერთაშორისო სასამართლოს ბრალდების წაყენებას ელოდება.

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკის მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე პირველად მიდიან. საარჩევნო კომისიის განცხადებით, 255 ადგილისთვის დღეს 1 000 კანდიდატი იყრის კენჭს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანდატების უმრავლესობას პრეზიდენტ ალასანე ოუტარას დემოკრატიული პარტია მოიგებს.

არჩევნების წინ მომხდარ აფეთქებას ოთხშაბათს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სამი დაიჭრა. შეგახსენებთ, ნოემბრის არჩევნების წაგების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა - ლორენ გბაგბომ- ოფისის დატოვებაზე უარი განაცხადა. დაპირისპირებას მაშინ 3 000 ადამიანი შეეწირა და დევნილთა რაოდენობამ ქვეყანაში მილიონს გადააჭარბა.

ექსპრეზიდენტი ამჟამად ჰოლანდიაში საერთაშორისო სასამართლოს ბრალდების წაყენებას ელოდება. არჩევნების შემდგომი შეტაკებების ინიცირებისთვის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სავარაუდოდ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდებენ.

XS
SM
MD
LG