ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეთანხმების ვადა იწურება


შეთანხმების ვადა იწურება
შეთანხმების ვადა იწურება

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანომდებლებს საბიუჯეტო საკითხებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.

ორპარტიული ჯგუფის, ე.წ. ექვსეულის, მიერ შემუშავებულმა პროექტმა, სენატს გუშინ ბიუჯეტის შეკვეცის კომპრომისული გეგმა წარუდგინა. ის სოციალური პროგრამების ძირეულ გარდაქმნებს ითვალისწინებს. 500-მილიარდიანი შეკვეცით და ყველაზე მდიდარი მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდით, ბიუჯეტი მომდევნო 10 წლის მანძილზე 1 ტრილიონით გაიზრდება.

ბატონმა ობამამ გეგმას ბალანსირებული უწოდა, თუმცა მისი მხარდაჭერა ჯერჯერობით არ გამოუხატავს. პრეზიდენტმა კანონმდებლებს მისი დახვეწის და პროექტის კანონად ქცევისკენ მოუწოდა.

შეთანხმების მიღწევის ვადა იწურება. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ურთიერთდათმობების შესახებ 2 აგვისტომდე თუ არ მოილაპარაკეს, ქვეყანაში შესაძლოა ახალი ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

XS
SM
MD
LG