ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის ახალ პრემიერს "ჰეზბოლა " მხარს უჭერს


ლიბანის ახალ პრემიერს "ჰეზბოლა " მხარს უჭერს

პრემიერი ნაჯიბ მიკატი დღეს ყოფილ პრემიერ მინისტრებს შეხვდა.

დაჯგუფება "ჰეზბოლას" მზარდი პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ლიბანის ახალი პრემიერ მინისტრი, რომელსაც "ჰეზბოლას" დიდი მხარდაჭერა აქვს, უკვე იწყებს ახალი მთავრობის ფორმირებას.

პრემიერი ნაჯიბ მიკატი ყოფილ პრემიერ მინისტრებს შეხვდა, მათშორის საად ჰარირისაც.

შეგახსენებთ, რომ ბატონი ჰარირი დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით, მინისტრთა კაბინეტს ედგა სათავეში და მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ არ შევა "ჰეზბოლას" მიერ ფორმირებულ ახალ მთავრობაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ლიბანისთვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობას განიხილავს.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კი სამშაბათს აცხადებდა, რომ "ჰეზბოლას" მიერ დომინირებული მთავრობის ჩამოყალიბება ზემოქმედებას მოახდენს ამერიკასთან ურთიერთობებზე.

" ჰეზბოლას" ძალებით დომინირებული მთავრობა ცალხასად მოახდენს გავლენას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ ახლაც იგივეს ვიმეორებთ, პირველ რიგში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ და დასრულდეს დაუსჯელობა. ჩვენ გვჯერა ლიბანის სუვერენიტეტისა და იმის, რომ გარე ჩარევა უნდა დასრულდეს. ვნახავთ, რას მოიმოქმედებს ახალი მთავრობა და სიტუაციას შესაბამისად შევაფასებთ “ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG