ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძველი ჩინოვნიკები ბარაკ ობამას მიმართავენ


ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის დაპატიმრება „საგანგაშო ტენდენციას“ ქმნის.

შეერთებული შტატების მთავრობის 37-მა ყოფილმა ჩინოვნიკმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ღია წერილით მიმართა. წერილის ავტორები ყოფილი პრეზიდენტების ბილ კლინტონის და ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციებში მუშაობდნენ. წერილში, რომელიც 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 31 ივლისს მოსკოვში გამართული დემონსტრაციის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის დაპატიმრება და რუსეთის ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები „საგანგაშო ტენდენციას“ ქმნის. ავტორები თვლიან, რომ სამოქალაქო უფლებების დარღვევა და ოპოზიციონერთა დევნა რუსეთის მთავრობის მიერ არის ინიცირებლული. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერმა სერიოზული გავლენა უნდა იქონიოს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. მათი აზრით, შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გაუწიოს იმ ადამიანებს, ვინც რუსეთში საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის. ასევე ავტორები მოუწოდებენ პრეზიდენტ ობამას, რათა მან რუსეთის ხელისუფლებას ნათლად გააგებინოს, რომ მომავალში სამოქალაქო უფლებების დარღვევა უარყოფითად იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. დოკუმენტს ხელს აწერენ ელიოტ აბრამსი, ლეონ არონი, ერიკ კოქსი, ირინა კრასოვსკაია, დევიდ სეტერი, ჰარი შმიდტი, ჯეიმს ვულსი და სხვები.

XS
SM
MD
LG