ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში წინასაარჩევნო დებატები დაიწყო


აშშ-ში წინასაარჩევნო დებატები დაიწყო

ხვალ აიოვაში ბლიც-გამოკითხვა ჩატარდება, რომელიც ამომრჩევლის დამოკიდებულებას გამოავლენს და შესაბამისად, მომავალი წლის პარტიული ნომინაციის წინ ყველაზე რეალურ კანდიდატს გამოავლენს.

გუშინ, შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის 8 მაძიებელმა პოლიტიკოსმა სატელევიზიო დებატები გამართა. რესპუბლიკელი პრეტენდენტები ძირითადად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკურ პროგრამას აკრიტიკებდნენ და ამასთან, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებსაც იშველიებდნენ.

დებატები აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ეიმსში ჩატარდა. ხვალ აიოვაში ბლიც-გამოკითხვა ჩატარდება, რომელიც ამომრჩევლის დამოკიდებულებას გამოავლენს და შესაბამისად, მომავალი წლის პარტიული ნომინაციის წინ, ყველაზე რეალურ კანდიდატს გამოავლენს.

საპრეზიდენტო დებატებში, რომელიც ფოქს ნიუსის არხით გადაიცა, მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მით რომნიმ ეკონომიკურ კრიზისში პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაადანაშაულა:

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ობამას ჩანაცვლება ვუზრუნველყოთ ისეთი ადამიანით, რომელმაც იცის თუ როგორ გამოასწროს ეკონომიკური მდგომარეობა.ეს არის სწრედ ჩვენი დებატების მთავარი რემა და სწორედ ამის გაგება სურთ ამერიკელებს."

რომნისთან ერთად ამ დროს სცენაზე იდგნენ მინესოტას გუბერნატორი ტიმ პოლენტი, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიურ გინგრიჩი, ბიზნესმენი ჰერმან ქეინი, ყოფილი სენატორი რიკ სანტორამი, ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი და მიშელ ბაქმანი, რომელიც კანონმდებელთა პალატის წევრია მინესოტას შტატიდან.

ქალბატონმა ბაქმანმა განაცხადამ, რომ სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ ფურსის“ მიერ ამერიკის საკრედიტო რეიტინგი ჩამოქვეითების შემდეგ, მისი სიტყვები გამართლდა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს სახელმწიფო ვალის ზღვარის რაოდენობა არ უნდა გაეზარდათ, რაც ბაქმანის აზრით, ვალის დაფარვის საშუალებას კიდევ უფრო გაართულებს.

XS
SM
MD
LG