ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის კომენტარი ეგვიპტის შესახებ


ჰილარი კლინტონის კომენტარი ეგვიპტის შესახებ

რას ელის ვაშინგტონი ამ მოლაპარაკებიდან?

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ეგვიპტეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონი აკვირდება ამ მოლაპარაკებებში ეგვიპტელი ისლამისტების მონაწილეობას, რომლის მიზანიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის დაძლევაა.

სახელმწიფო საზოგადოებრივი რადიოთი გამოსვლისას, კლინტონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკვე დააფიქსირა, თუ რას ელის ვაშინგტონი ამ მოლაპარაკებიდან - ეს არის ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა, რისი შედეგიც თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა იყოს. კლინტონის თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც ეგვიპტელ ხალხს სურს.

XS
SM
MD
LG