ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკს ფხენიანის დელეგაცია ეწვევა


ნიუ-იორკს ფხენიანის დელეგაცია ეწვევა
ნიუ-იორკს ფხენიანის დელეგაცია ეწვევა

ვაშინგტონი მიესალმება ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა არ აპირებს ამ პროცესის დროში გაჭიანურებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის პირველი ვიცე-პრემიერი კიმ კაი გუანი და ყოფილი წარმომადგენელი ბირთვულ საკითხებში ნიუ-იორკს ეწვევიან და ამერიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავენ.

კლინტონის განცხადებით, კიმ გუანი ამერიკის უწყებათაშორის ჯგუფის წევრებს შეხვდება. ისინი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხზე ექვსმხრივი ფორმატის მოლაპარაკების განახლების საკითხს განიხილავენ, რომელშიც ორივე კორეა, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი მიიღებენ მონაწილეობას. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონი მიესალმება ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა არ აპირებს ამ პროცესის დროში გაჭიანურებას.

XS
SM
MD
LG