ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შემოდგომაზე პენსიის გაზრდა პროგრესის თუ რეგრესის ნიშანია?


შემოდგომაზე პენსიის გაზრდა პროგრესის თუ რეგრესის ნიშანია?
შემოდგომაზე პენსიის გაზრდა პროგრესის თუ რეგრესის ნიშანია?

სასურსათო ვაუჩერები საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების სიის მიხედვით დაურიგდებათ.

10 მარტიდან საქართველოში 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების გაცემა დაიწყო. სასურსათო ვაუჩერები საქართველოს მოქალაქეებს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების სიის მიხედვით დაურიგდებათ.

პირველი სექტემბრიდან კი საქართველოში 100 ლარამდე გაიზრდება მინიმალური პენსია. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონერები დამატებით 30 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით ”სოციალური სტაბილურობისკენ მთავრობის მუშაობა კვლავ გაგრძელდება”.

მაგრამ, რამდენად დააკნინებს 100 ლარს სექტემბერში არსებული ინფლაციის კოეფიციენტი და ხარისხი?! - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე:

” არსებობენ სტაჟის პენსიონერები და ასაკით პენსიონერები. ასაკით პენსიონერებისთვის განსაზღვრული იქნება სწორედ ის თანხა, რომელზეც არის საუბარი. მაგრამ, ჩვენ პენსია კი არ უნდა დავარქვათ ამას, უნდა დავარქვათ შემწეობა. იმიტომ რომ საპენსიო პოლიტიკა საერთოდ არის ძალიან სერიოზული ფილოსოფია, დაკავშირებული მთელ რიგ საფინანსო-ეკონომიკურ მოქმედებებთან და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნების გამოხატვაც და მობილიზება ყველა რესურსის. დღეს იმაზე საუბარი, რომ 100 ლარამდე გაიზრდება მოქალაქეთა პენსია.. რომელიც არის შემწეობა.. მაგრამ სამწუხაროდ საუბარი არ არის იმაზე, თუ რამდენად დააკნინებს 100 ლარს იმ დროისთვის არსებული ინფლაციის კოეფიციენტი და ხარისხი. თუ სექტემბერში 100 ლარი დღევანდელი 70 ლარის ტოლფასი იქნება, მაშინ გამოდის რომ არა თუ პროგრესზეა საუბარი, არამედ რეგრესზე...”

30 - ლარიანი სასურსათო ვაუჩერების განაღდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG