ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი ახალი ინიციატივებით გამოდის


სარკოზი ახალი ინიციატივებით გამოდის

სარკოზი მსოფლიო თანამეგობრობას გლობალური ფინანსური სისტემის რეორგანიზაციისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ლიდერმა მსოფლიოს ახალი ინციატივებით მიმართა. პარიზში ელისეს სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც „დიდი რვიანის“ და „დიდი ოცეულის“ სათავეში საფრანგეთის ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

ნიკოლა სარკოზი მსოფლიო თანამეგობრობას გლობალური ფინანსური სისტემის რეორგანიზაციისკენ მოუწოდებს, რაც დოლარის გარდა სხვა ვალუტებზეც უნდა აისახოს. ასევე უნდა დამყარდეს ახალი ფინანსური რეგულაციები, რამაც მომავალში ახალი კრიზისის წარმოქმნას უნდა შეუშალოს ხელი:

„სარკოზის ინიციატივით უნდა დაიბეგროს ფინანსური ტრანზაქციები და ეს უნდა ჩავიდეს 100 მილიარდიან ფონდში, რაც ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად არის განკუთვნილი.“

XS
SM
MD
LG