ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტროს ინტერვიუ კუბის ტელევიზიას


4 წლის წინ ავად გახდომის და ქვეყნის სადავეების რაულ კასტორთვის გადაბარების შემდეგ, ეს ერთ-ერთი იშვიათი საჯარო გამოსვლაა.

კუბის ტელევიზიის პროგრამა მესა რედონდაში საუბრისას, კასტრო მშვიდი და დასვენებული ჩანდა. ის ჟურნალისტის შეკითხვებს მრგვალ მაგიდასთან პასუხობდა. ინტერვიუს მსვლელობისას ის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს შეეხო, რომელიც შესაძლოა ამერიკა ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბულმა სიტუაციამ გამოიწვიოს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს ფიდელ კასტროს მეორე საჯარო გამოჩენაა. კვირას ადგილობრივმა მედიამ კასტროს ფოტოები დაბეჭდა, სადაც ის ჰავანას სამეცნიერო ცენტრში ჩასულ სტუმრებს ხვდებოდა.

XS
SM
MD
LG