ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაჰორში ამერიკის მოქალაქე გაიტაცეს


ლაჰორში ამერიკის მოქალაქე გაიტაცეს

ვაინშტაინმა დაასრულა თავისი საქმიანობა პაკისტანში და ორშაბათს ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, რვა შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ლაჰორში ამერიკის მოქალაქე გაიტაცა თავისი რეზიდენციიდან.

შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ეს პიროვნება 60 წლის ვორენ ვაინშტაინია, როელიც ამერიკული კომპანიის პაკისტანის ფილიალის დირექტორი იყო.

პოლიციის თქმით, ვაინშტაინმა დაასრულა თავისი საქმიანობა პაკისტანში და ორშაბათს ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ამერიკელი ბიზნესმენი 2004 წლიდან ცხოვრობდა პაკისტანში და მჭიდროდ თანამშრომლობდა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეერთებული შტატების სააგენტოებთან ერთად.

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, გამტაცებლებმა ამერიკელი ბიზნესმენის დაცვას მოტყუებით გააღებინეს ალაყაფის კარი, როდესაც მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის ტრადიციის შესაბამისად მათ საკვები შესთავაზეს.

XS
SM
MD
LG