ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესის ლიდერებს ხვდება


პრეზიდენტი ობამა კონგრესის ლიდერებს ხვდება

ობამას სურს, დეფიციტის შემცირება სოციალური დამხარებისა და გადასახადების მომატების ხარჯზე მოხდეს.

დღეს პრეზიდენტი ობამა კონგრესის ლიდერებს ხვდება. განხილვის თემა კვლავ დეფიციტის შეკვეცის პროექტის დამტკიცება იქნება.

გუშინ ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს - კონგრესმენებს "განსაკუთრებულად სამართლიანი შეთანხმება" შესთავაზოს.

შაბათის ყოველკვირეული გამოსვლის წინ პრეიზდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ თუ ორივე მხარე გარკვეულ კომპორმისებზე არ წავიდა ,შეთანხმება ვერანაირად ვერ მიიღწევა.

პრეზიდენტის აზრით, სენატორებმა და კონგრესმენებმა ურთიერთთანამშრომლობის ფონზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რათა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პროექტი დაამტკიცონ. რის შედეგადაც დეფიციტის შემცირება სოციალური დამხარებისა და გადასახადების მომატების ხარჯზე მოხდება.

XS
SM
MD
LG