ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კრიზისის ნიშნები იტალიაში


პოლიტიკური კრიზისის ნიშნები იტალიაში
პოლიტიკური კრიზისის ნიშნები იტალიაში

ხვალ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის მთავრობისადმი ნდობას უნდა უყაროს კენჭი.

იტალიის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ დღეს განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება „პოლიტიკური უგუნურება“ იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკური კრიზის დროს პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელია. ბერლუსკონიმ ამის შესახებ იტალიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან კანონმდებლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობისკენ და მთავრობისთვის ნდობის მანდატისკენ მოუწოდა.

ხვალ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის მთავრობისადმი ნდობას უნდა უყაროს კენჭი. ქვედა პალატის ლიდერმა და ბერლუსკონის ყოფილმა მოკავშირემ ჯანფრანკო ფინიმ განაცხადა, რომ იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. მან ბერლუსკონის გადადგომისკენ მოუწოდა.

შაბათს რომის ქუჩებში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი სილვიო ბერლუსკონის გადადგომას ითხოვდნენ. ბერლუსკონი იტალიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პირველად 1994 წელს აირჩია. მისმა პარტიამ ასევე გაიმარჯვა 2001 და 2008 წლის არჩევნებში. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიან პრემიერ-მინისიტრად ითვლება.

XS
SM
MD
LG