ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონმა გუშინ პარიზში გამოვიდა სიტყვით .

სირიის უშიშროების ძალების რეიდის შედეგად, დამასკოს გარეუბნებში და ჰომსის პროვინციაში 13 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მკაცრი საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თანამდებობიდან გადადგომის იძულების მიზნით.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც გუშინ პარიზში გამოვიდა სიტყვით, აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სირიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ზეწოლის შედეგად პრეზიდენტ ასადზე ზემოქმედება უნდა გააძლიეროს.

კლინტონმა აღნიშნა, რომ სირიის ენერგო სექტორზე დაწესებული ახალი სანქციებით ასადის მთავრობა სახელმწიფო შემოსავლების არქონის პირობებში ვეღარ შეძლებს ძალადობის კამპანიის გაგრძელებას პრო-დემოკრატიის აქტივისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG