ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიის მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდებს


აშშ სირიის მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდებს

მომავალ ხუთშაბათს გაეროს უშიშროების კომისია შეხვედრას გეგმავს, სადაც სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამომავლო სტრატეგიას განიხილავენ.

სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში ქვეყნის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, დღეს გამთენიისას სირიის სამხედრო ძალების ტანკები ქალაქში შევიდნენ. ქალაქში რამდენიმე ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია ტარდება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა 19 ადამიანი მოკლეს.

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიის მთავრობის მხარდამჭერ ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ პოლიტიკური და ეკონომიური მხარდაჭერა და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სირიისგან შესყიდვა.

ქალბატონი კლინტონი აგრძელებს მოლაპარაკებას ბატონი ასადის მთავრობასთან პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ირგვლივ.

ამ ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული სირიის ლიდერს პოლიტიკური რეფომებისკენ მოუწოდებს.

მომავალ ხუთშაბათს გაეროს უშიშროების კომისია შეხვედრას გეგმავს, სადაც სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამომავლო სტრატეგიას განიხილავენ.

XS
SM
MD
LG