ლიბიელ მეამბოხეთა მოკლული ლიდერის ოჯახის განცხადებით, მათი კლანი დამოუკიდებლად გამოიძიებს ამ საქმეს, თუ ოპოზიციის ლდერები ვერ შეძლებენ სიმართლის დადგენას.
გენერალი აბდელ ფათა იუნუსი გასულ კვირას მოკლეს, როდესაც ფრონტის ხაზიდან ბრუნდებოდა მეამბოხეთა სარდლობის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, ამან მისი ოჯახის წევრებს გარკვეული ეჭვები გაუჩინა, რომ გენერალი ღალატის შედეგად მოკლეს.
ამასობაში ქალაქ ზლიტანის მახლობლად გრძელდება ბრძოლები ლიბიის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. მუამარ კადაფის ერთგული მეომრების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, აჯანყებულთა 7 ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა.