ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატვიის რეფერენდუმის შედეგები


ლატვიის რეფერენდუმის შედეგები

ლატვიელები რეფერენდუმზე დიდი ენთუზიაზმით გამოცხადდნენ.

ლატვიის მოსახლეობამ რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება ხმათა დიდი უმრავლესობით უარყო. შაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ხმების უმეტესობა უკვე შეჯამდა.

ლატვიელი ძინტრა კანგერი იმ ფაქტითაც აღშფოთებულია, რომ ეს საკითხი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მას რეფერენდუმზე ხმის მიცემა მოუწია. როგორც ჩანს, მის განწყობას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაც იზიარებს. საარჩევნო კომისიის ცნობით ლატვიელთა 75 პროცენტს არ სურს რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს.

ბალტიისპირეთის 2-მილიონიან მომცრო სახელმწიფოში, რომელიც მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული, რუსულ ენაზე დაახლოებით ქვეყნის ერთი მესამედი ლაპარაკობს.

ლატვიელები რეფერენდუმზე დიდი ენთუზიაზმით გამოცხადდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობა მოსახლეობის 70-მა პროცენტმა მიიღო, ბევრად მეტმა, ვიდრე ნებისმიერ წინა არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG