ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სამხედრო ხელმძღვანელობა გადადგა


თურქეთში სამხედრო ხელმძღვანელობა გადადგა

სამხედრო მაღალჩინოსნების გადადგომის მიზეზად, ხელისუფლებასთან მათი უთანხმოება სახელდება.

დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომა ქვეყანაში კრიზისს არ გამოიწვევს.

თუმცა მან იქვე აღნიშნა რომ სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომა მოულოდნელი იყო. სამხედრო მაღალჩინოსნების გადადგომის მიზეზად, ხელისუფლებასთან მათი უთანხმოება სახელდება.

კერძოდ კი, უზენაეს სახმედრო საბჭოს შეხვედრაზე გენერალი ისიკ კოსანერი და ქვეყნიის პრემიერ მინისტრი რესეპ ტაიპ ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ სამხედრო პირების დაწინაურებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, იგი არ დათანხმდება იმ სამხედრო პირების დაწინაურებას, რომლებიც მთავრობის დამხობის მცდელობაში იღებდნენ მონაწილეობას.

დღეს გენერალი ნესდეტ ოზელი თურქეთის სამხედრო ძალების მთავარსარდლად დანიშნეს. ­

XS
SM
MD
LG