ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა დიპლომატმა ორი პაკისტანელი მოკლა


ამერიკელმა დიპლომატმა ორი პაკისტანელი მოკლა

სასამართლო 15 დღეში დაადგენს ნამდვილად ვრცელდება თუ არა დევისზე დიპლომატიური იმუნიტეტი.

პაკისტანის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულ შტატებს არ გადასცეს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ორი პაკისტანელის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

შეერთებული შტატების მთავრობა დიპლომატი რაიმონდ დევისის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ბატონ დევისზე დიპლომატიური იმუნიტეტი ვრცელდება და იგი ქალაქ ლაჰორში არაკანონიერადაა დაკავებული.

ლაჰორის უზენაესმა სასამართლომ დევისს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, ხოლო მისმა ერთერთმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ სასამართლო 15 დღეში დაადგენს, ნამდვილად ვრცელდება თუ არა დევისზე დიპლომატიური იმუნიტეტი.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, დევისმა ორი პაკისტანელი თავდასხმის მოგერიების დროს მოკლა.

XS
SM
MD
LG