ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი ბრალდებებს უარყოფს


გასულ თვეს ქალაქ ჰულაში მასობრივი ჟლეტის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი უარყოფს მისი მთავრობის კავშირს ქალაქ ჰულაში მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან. მისი თქმით, ამას „მონსტრებიც“ კი არ ჩაიდენდნენ. სირიის ლიდერმა ეს განცხადება ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს გააკეთა. გასულ თვეს ქალაქ ჰულაში მასობრივი ჟლეტის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასადის გამოსვლამდე არაბული ლიგის ლიდერები ყატარის ქალაქ დოჰაში შეიკრიბნენ, სადაც გაეროს და არაბული ლიგის დესპანის კოფი ანანის გამოსვლა შედგა. კოფი ანანმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ძალიან მალე გამოვა კონტროლიდან.

XS
SM
MD
LG