ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი ირანისგან ბოდიშს ითხოვს


ევროვიზიის ფინალს, ხვალ, სავარაუდოდ, 120 მილიონი მაყურებელი ეყოლება.

აზერბაიჯანი ირანის ხელისუფლებისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს, ბაქოში ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით, თეირანის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თეირანის განცხადებებს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური ბაქო თეირანისგან დაუყოვნებლივ ბოდიშს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაქოში მდებარე ირანის საელჩოს წინ აზერბაიჯანელმა დემონსტრანტებმა მიტინგი გამართეს და ირანის ე.წ. ანტი-აზერბაიჯანული პოლიტიკა და ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების შელახვა დაგმეს.

მომიტინგეებს ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის და ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სურათები ეკავათ. პარალელური დემონსტრაციები ირანშიც გაიმართა, სადაც მონაწილეებმა დასავლეთის სახელმწიფოებთან ბაქოს თანამშრომლობა გააკრიტიკეს.

ევროვიზიის ფინალს, ხვალ, სავარაუდოდ, 120 მილიონი მაყურებელი ეყოლება.

XS
SM
MD
LG