ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სასამართლომ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სუდანის მთავრობის კიდევ სამ წევრზე გასცა დაპატიმრების ორდენი

საერთაშორისო სასამართლომ, დარფურის რეგიონში კონფლიქტის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო, სუდანის თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ხუთშაბათს სასამართლომ განაცხადა, რომ აბდელ რაჰიმ მუჰამედ ჰუსეინს 41 სამხედრო დანაშაულში მიუძღვის ბრალი. ყველა მათგანი დაფუძნებულია ფაქტებზე, რომლებიც დამნაშავემ მკვლელობის, გაუპატიურების, უდანაშაულო მოქალაქეების წამების და ტანჯვის სახით ჩაიდინა.

თუმცა სუდანის მთავრობამ დაპატიმრების ბრალდება უპასუხოდ დატოვა და ჰუსეინის დასჯაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სუდანი საერთაშორისო სასამართლოს ბრლადებებს არ ცნობს და ყველა გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივაციის მქონე გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისო სასამართლომ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სუდანის მთავრობის კიდევ სამ წევრზე გასცა დაპატიმრების ორდერი. მათ შორის ერთერთი სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირიც არის.

XS
SM
MD
LG