ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები აცხადებენ, რომ იაპონიის ბირთვული ენერგოსადგურის საძირკველში გაჩენილი ბზარი არის რადიოაქტიული წყლის ოკეანეში გაჟონვის მიზეზი.
იაპონელი ექსპერტის განცხადებით, ელექტროსადგურის სპეციალური დანიშნულების შახტის 20 სანტიმეტრიანი ბზარიდან წყნარ ოკეანეში წყალი ჟონავს.
ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანიამ ბზარის დასახშობად შახტაში ბეტონის ჩასხმა დაიწყო.
დღეს იაპონიის პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი ცუნამით დაზარალებულ რეგიონს პირველად ეწვია. იგი შეხვდა უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას. მინისტრმა მოინახულა საპორტო ქალაქის მერიის შენობა, რომელიც ცუნამს გადაურჩა. ქალაქის მერის ცოლი ცუნამის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვიდა სკოლაში, სადაც უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის არის შეხიზნული. მან დაზარალებულებს მხარდაჭერა აღუთქვა.