ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეფასდება სრებრენიცის ტრაგედია?


კოსოვოს დამოუკიდებლობას იგი არასდროს აღიარებს.

სერბეთის ახალი პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადებით, 1995 წელს სრებრენიცაში ათასობით მამაკაცის და არასრულწლოვანი ახალგაზრდის დახოცვა გენოციდი არ არის.

ნიკოლიჩმა ეს განცხადება ხუთშაბათს მონტენერგოს ტელევიზიით გააკეთა. მისი თქმით, 8,000 ადამიანი რამდენიმე სერბმა სამხედრო დამნაშავემ მოკლა და მათ მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ.

სერბეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია ხუთშაბათს შედგა . ცერემონიალის შემდეგ ნიკოლიჩმა სრებრენიცის დანაშაული დაგმო, თუმცა ადგილზე ჩასვლაზე ურაი განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება სურს. თუმცა აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას იგი არასდროს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG