ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 4 პალესტინელი დაიღუპა.
პალესტინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმისას დაიღუპა სამი ჰამასის მეამბოხე.
ამის ფონზე, პალესტინელები ისრაელის მიმართულებით ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს. მხარეებს შორის საჰაერო შეტაკებები უკვე სამი დღეა გრძელდება.
ისარელმა საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის სამხედრო ძალებმა ერთერთი საჰაერო დარტყმისას ისრაელში სკოლის ავტობუსი ააფეთქეს. აფეთქებისას დაიჭრა მოსწავლე და ავტობუსის მძღოლი.
ჰამასის მეამბოხეებმა ხუთშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთეს, თუმცა ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიში არ შესუსტებულა.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში სულ მცირე 18 პალესტინელი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან მეამბოხეები, სამოქალაქო პირები და ერთი ბავშვი.