ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირის ოპოზიცია სახალხო გამოსვლებს მიესალმება


ალჟირის ოპოზიცია სახალხო გამოსვლებს მიესალმება

პოლიციამ აქციის შეჩერება მხოლოდ რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ შეძლო.

ალჟირის ოპოზიცია კმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ათი ათასობით პოლიციელია გამოსული.

შაბათს 2000-მდე აქტივისტი დედაქალაქის პირველი მაისის სახელობის სკვერში შეიკრიბა. ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი მოვლენებით შეგულიანებული დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ალჟირელებს პოლიციის კორდონის გარღვევა სხვადასხვა ხერხებით უხდებათ.

თავის მხრივ მთავრობამ დემონსტრანტების შესაჩერებლად ქალაქის ქუჩებში 30 ათასი პოლიციელი განალაგა, თუმცა აქტივისტებმა მაინც მოახერხეს მოედანზე შეღწევა , რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ალყაში მოაქცია.

ორგანიზატორების განცხადებით, პოლიციამ აქციის შეჩერება მხოლოდ რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ შეძლო.

XS
SM
MD
LG