ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპილოს ძვლის სანაპიროს აფრიკის ლიდერები ესტუმრნენ


სპილოს ძვლის სანაპიროს აფრიკის ლიდერები ესტუმრნენ
სპილოს ძვლის სანაპიროს აფრიკის ლიდერები ესტუმრნენ

ოპოზიციის გამარჯვება საერთაშორისო დონეზე უკვე აღიარებულია.

სპილოს ძვლის სანაპიროს აფრიკის ლიდერები ეწვივნენ. მათი მიზანია დაარწმუნონ არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტი ლორენ გბაგბო, რომ თანამდებობის დატოვება საუკეთესო გამოსავალია.

კენიის პრემიერ-მინისტრი სპილოს ძვლის სანაპრიოს დედაქალში აბიჯანში დღეს ჩაფრინდა და უკვე შეუერთდა კაპუ ვერდეს, ბენინის და სიერა ლეონეს პრეზიდენტებს. აფრიკის კავშირის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, მეზობელი სახელმწიფოების ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ბატონი გბაგბო, რომ გადადგომის შემთხვევაში მისი უსაფრთხოება მყარად გარანტირებული იქნება.

სპილოს ძვლის სანაპიროს პრეზიდენტი გბაგბო აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა და გადადგომაზე უარს აცხადებს. თუმცა, არჩევნების შედეგების მიხედვით, კი გამარჯვება ოპოზიციას და მის ლიდერს ოუტარას ეკუთვნით. ოპოზიციის გამარჯვება საერთაშორისო დონეზე უკვე აღიარებულია.

XS
SM
MD
LG