ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა აირჩია


ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა აირჩია

ნური ალ-მალიქმა მინისტრთა სია პარლამენტს გუშინ წარუდგინა

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი ჩაუდგება. მინისტრთა კაბინეტის 42 წევრიდან 29 უკვე დამტკიცებულია.

ამით დასრულდა ის პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ქვეყანაში მარტის არჩევნების შემდეგ იყო წარმოქმნილი. 9 თვის მანძილზე ერაყის მთავრობა არ იყო დამტკიცებული. ნური ალ-მალიქმა მინისტრთა სია პარლამენტს ჯერ კიდევ გუშინ წარუდგინა, თუმცა დეპუტატებმა კენჭისყრა დღეისთვის გადადეს, რადგან რამდენიმე დეტალის დაზუსტებას ითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG