ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონალური განვითარების ქსელი საქართველოში


რეგიონალური განვითარების ქსელი საქართველოში
რეგიონალური განვითარების ქსელი საქართველოში

2011 წლიდან რეგიონალური განვითარების ქსელი მცირე გრანტების კონკურსს გამოაცხადებს .

2009 წლიდან პოლონელ და გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოში რეგიონალური განვითარების ქსელი ”რეგნეტი” ამოქმედდა.

”პოლონეთის გამოცდილების გამოყენება რეგიონალურ განვითარებაში საქართველოსთვის ეფექტური იქნება. ქსელის მიზანია რთული სიტუაციების გადალახვაში დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვა საკუთარი შესაძლებლობების და რესურსების გამოყენებით არ შეუძლიათ" - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი , პოლონეთის ეკონომიური განვითარების ფონდის წარმომადგენელი ვიტოლდ სარტორიუსი.

ვინ არიან რეგიონალური განვითარების ქსელის წევრები საქართველოში და როგორ გახდნენ ისინი "რეგნეტის" პროექტის მონაწილეები?

სარტორიუსის თქმით, თავიდან მათ უნდა მოეძებნათ საქართველოში აქტიური ადამიანები, ამ მიზნით განათავსეს jobs.ge-ზე ინფორმაცია, რომელსაც, როგორც წესი ყველა სამსახურის მაძიებელი ადამიანი კითხულობს.

შემდეგ რეგიონალური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, გააცნეს პროექტი ყველა მუნიციპალიტეტს, ასევე 2-ჯერ გავიდა ქსელის რეკლამა რადიოთი. ამის შემდეგ ”რეგნეტის” ავტორები აქტიური ადამიანების გამოხმაურებას დაელოდნენ. ასეთი 180 ადამიანი აღმოჩნდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან :

”ჩვენ დაველოდეთ ადამიანებს, რომლებიც წაიკითხავდნენ, მოისმენდნენ ინფორმაციას ჩვენს შესახებ და გამოგვეხმაურებოდნენ, გამოგვიგზავნიდნენ თავიანთ CV-ს , რომ დაგვენახა, რა პროექტები ჰქონდათ უკვე განხორციელებული და ა.შ. მალე ჩვენ ასეთი ადამიანები ვიპოვეთ! ”

”ამერიკის ხმა” რეგიონალური განვითარების ქსელის ერთერთ მონაწილეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრს სოფო მანძულაშვილს გაესაუბრა :

” ქსელის ფარგლებში გავიარეთ ისეთი თრეინინგები, როგორც პროექტების მართვა , რაც ყველა მონაწილეს დაეხმარება მომავალში იმუშაოს საერთაშორისო ან დონორ ორგანიზაციებთან, შეიტანოს პროექტი, რომელიც დაფინანსდება..”

ახალი, 2011 წლიდან რეგიონალური განვითარების ქსელი მცირე გრანტების კონკურსს გამოაცხადებს . უპირატესება მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს:

” ძირითადად იქნება აქცენტი აღებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე. ამ თემებზე გვექნება საშუალება მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში. კონკურსში, რა თქმა უნდა, საუკეთესო იმარჯვებს, მაგრამ ჩვენც ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესოები. ჩვენი პროექტით ჩვენი რაიონის, ჩვენი რეგიონის განვითარებას შევუწყობთ ხელს ”.

იყავით აქტიურები და თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ !

XS
SM
MD
LG