ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ამერიკულ სტრუქტურაში


ცვლილებები ამერიკულ სტრუქტურაში
ცვლილებები ამერიკულ სტრუქტურაში

ამერიკის კონგრესმა 2002 წლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის 70 მილიარდი დოლარი გამოყო.

ცვლილებებია ამერიკულ სტრუქუტურაში, რომელიც ავღანეთისადმი ამერიკის ფინანსურ დახმარებას ზედამხედველობს.

ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰერბერტ რიჩარდსონმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

რიჩარდსონმა აღნიშნა, რომ პოზიციას ტოვებს რათა კერძო სექტორში გააგრძელოს მუშაობა. ამ უწყებას იგი იანვრის შემდეგ უდგას სათავეში. სტრუქტურის ყოფილი შეფი არნოლდ ფილდსი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებების წნეხის ქვეშ გადადგა.

ამერიკის კონგრესმა 2002 წლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის 70 მილიარდი დოლარი გამოყო. ბოლოს ჩატარებული აუდიტი, რომელიც სპეციალური გენერალური ინსპექტორის ოფისმა ჩაატარა ამბობს, რომ ამერიკის დახმარება ავღანეთისადმი შესაძლოა კორუფციას უწყობდეს ხელს და მეამბოხე დაჯგუფებების მოქმედებას ასაზრდოებდეს.

XS
SM
MD
LG