ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სარაკეტო სათავდაცვო სისტემაზე


აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სარაკეტო სათავდაცვო სისტემაზე
აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სარაკეტო სათავდაცვო სისტემაზე

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაში არ არის შესული პუნქტი სარაკეტო თავდაცვითი სისტემების შესახებ. ხელშეკრულებაში ძირითადად საუბარია შეტევითი ბირთვული იარაღის შემცირებაზე. შეთანხმების ძალით ყოველ მხარეს დისლოცირებულ მდგომარეობაში არაუმეტეს 1550- ი სტრატეგიული ან შორი მოქმედების რადიუსის მქონე ბირთვული ქობინები უნდა ჰქონდეს. ამას გარდა მხარეებს მხოლოდ შვიდას შვიდასი სტრატეგიული ბირთვული იარაღის სამიზნემდე მიტანის ადგილებზე დისლოცირებული სისტემები ექნებათ. მაგალითად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები და მძიმე ბომბდამშენები. მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების პრაქტიკულად გატარების გარანტირებისათვის ახალ ხელშეკრულებაში ჩართულია პუნქტები, რომლის ძალითაც როგორც ამერიკელ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ შესაძლებელი გახდება პირობების შესრულების მკაცრი შემოწმება. რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს ხელშეკრულებაში მხარეები უშუალოდ არ საუბრობენ სარაკეტო სათავდაცვო სისტემებზე. ჩვენთან საუბარში კერძო საკვლევი ფირმის, შეიარაღებისადმი კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დერლ კიმბალმა ამის თაობაზე შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

-„ათეული წლების განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორს ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა იმის თაობაზე, რომ არსებობს ურთიერთკავშირი შენს არსენალში არსებულ რაკეტების გამანადგრებელ სტრატეგიულ სისტემებსა და სტრატეგიულ შემტევ სარაკეტო სისტემებს შორის. ამის თაობაზე შეიარაღებისადმი კონტროლის ადრე დადებული ხელშეკრულებების პრეამბულაში ვრცლად საუბრობენ. ასე, რომ ამ მხრივ ამ ხელშეკრულებებისაგან ახლახანს დადებული ხელშეკრულება არ განსხვავდება. „

წლების განმავლობაში რუსეთი ამტკიცებს, რომ აშშ-ს სარაკეტო სათავდაცვო სისტემის სამიზნე რუსეთია, რასაც აშშ კატეგორიულად უარყოფს. აი რა გვითხრა ამის თაობაზე გაეროში აშშ-ს ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონ ბოლტონმა:

-„2001 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, გამოსულიყო 1972 წელს დადებული ბალისტიკური სარაკეტო სისტემების შესახებ პაქტიდან ჩვენ ვცდილობთ აუხსნათ რუსებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სარაკეტო სათავდაცვო სისტემის მიზანია თავი დავიცვათ ისეთი სახელმწიფოების მხრივ ბირთვული დარტყმისაგან, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი “- აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

მიუხედევად ამისა მოსკოვი იმდენადაა შეშფოთებულია აშშ-ს გეგმებით სარაკეტო სათავდაცვო სისტემების შექმნაზე, რომ რუსეთის ოფციალურმა პირებმა გააკეთეს ცალმხრივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კრემლი იტოვებს ახალი პაქტიდან გასვლის უფლებას იმ შემთხვევაში თუ ამერიკის სარაკეტო სათავდაცვო სისტემა საფრთხეს შეუქმნის რუსეთს.

აშშ- ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს თავდაცვს მდივანმა რობერტ გეითსმა აღნიშნა, რომ ამგვარი ცალმხრივი განცხადებები ორივე მხარეს წარსულში არაერთხელ გაუკეთებია სტრატეგიული შეიარაღების შესახებ სხვა შეთანხმებების ირგვლივ. არც ერთი მხარე არ მოიაზრებს ამგვარ განცხადებებს, როგორც შესრულებისათვის აუცილებელს თქვა რობერტ გეითსმა. მისივე თქმით აშშ არ შეაჩერებს მის ძალისხმევას სარაკეტო სათავდაცო სისტემის გეგმების პრაქტიკულად განხორციელებაზე.

-„ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ალიასკაში, კერძოდ ფორტ გრილიში სარაკეტო სათავდაცვო სისტემისათვის ობიექტის მომზადებაზე. ჩვენ მილიარდ დოლარზე მეტს ვდებთ სახმელეთო ბაზირების ორ და სამ საფეხურიან სარაკეტო სისტემების პროგრამებში. ჩვენ უკვე დავიწყეთ საჰაერო სათავდაცვო სისტემისათვის აუცილებელი „თადის“ ტიპის რაკეტების შესყიდვა. ამას გარდა შესყიდვის პროცესშია პატრიოტის ტიპის მესამე თაობის რაკეტები. ამას გარდა ვყიდულობთ ბალისტიკური სათავდაცვო სისტემისათვის საჭირო SM-3 ის ტიპის რაკეტებს, ისევე როგორც საზღვაო ბაზირების უახლეს რადარებს. ასე რომ რუსებმა რაც არ უნდა თქვან მათი განცხადებები ჩვენს მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე ვერ იმოქმედებს.“

იმისათვის, რომ ახალი ხელშეკრულება ძალაში შევიდეს მას რატიფიცირება უნდა მოუხდინონ რუსეთის დუმამ და აშშ-ს სენატმა. აშშ-ში 100 სენატორიდა 67-მა უნდა მისცეს მას ხმა, რომ იგი დამტკიცედეს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საბოლოო ანგარიშში ამ ხელშეკრულებას მოუხდენენ რატიფცირებას, თუმც ჯერ-ჯერობით არავინ უწყის ის, თუ კონკრეტულად როდის გაიმართება სენატში კენჭისყრა ამ ხელშეკრულების ირგვლივ.

XS
SM
MD
LG