ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ბარაქის განცხადება


ეჰუდ ბარაქის განცხადება
ეჰუდ ბარაქის განცხადება

თურქეთმა ქვეყნიდან გაიწვია ისრეალის ელჩი, როდესაც ისრაელმა უარი თქვა ბოდიში მოეხადა თურქულ ხომალდ „მავი მარმარაზე“ განხორციელებული რეიდის გამო.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა, რომ თურქეთი და ისრაელი არასოდეს გახდებიან ერთმანეთის მტრები და ისრაელის რეიდი თურქულ ფლოტილიაზე ადრე თუ გვიან დავიწყებას მიეცემა.

ეს კომენტარი ეჰუდ ბარაქმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთმა ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

თურქეთმა ქვეყნიდან გაიწვია ისრეალის ელჩი, როდესაც ისრაელმა უარი თქვა ბოდიში მოეხადა თურქულ ხომალდ „მავი მარმარაზე“ განხორციელებული რეიდის გამო, რომლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.

2010 წლის მაისში ისრაელის კომანდოსებმა იერიშით აიღეს თურქულიო გემი, რომელსაც ღაზას სექტორში ისრაელის ბლოკადის მიუხედავად ჰუმანიტარული დახმარება გადაქონდა.

XS
SM
MD
LG