ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალმა მაკკრისტალმა თანამდებობა დატოვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალ სტენლი მაკკრისტალის განცხადება გადადგომის თაობაზე უკვე დააკმაყოფილა. ამის მიზეზი გენერლის განცხადება გახდა, სადაც მან ბარაკ ობამას პოლიტიკა გააკრიტიკა. მაკკრისტალი ავღანეთში შეერტებული შტატების ჯარებს ხელმძღვანელობდა. გენერალი სასწრაფოდ გამოიძახეს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ჟურნალმა „როლინგ სტონმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გენერალი მაკკრისტალი და მისი თანაშემწეები მასხრად იგდებენ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა განაცხადა ამ სტატიამ ობამას აღშფოთება გამოიწვია. მანამდე თავდაცვის მდივანმა გეითსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მაკკრისტალმა უხეში შეცდომა დაუშვა. იქვე ნათქვამია, რომ მაკკრისტალმა გეითსს ბოდიში მოუხადა. მაკკრისტალის თანამდებობას გენერალი პეტრეუსი დაიკავებს.

XS
SM
MD
LG