ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მოწყობილ ტერაქტს ალიანსის ჯარისკაცები ემსხვერპლნენ


ავღანეთში მოწყობილ ტერაქტს ალიანსის ჯარისკაცები ემსხვერპლნენ

აფეთქება მოხდა სამშაბათს, თუმცა დეტალები უცნობია.

სამხრეთ ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ჯარისცების წინააღმდეგ ტერაქტი მოხდა. გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე ნატოს სამხედროები აფეთქდნენ. ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სარდლობა იუწყება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება მოხდა სამშაბათს, თუმცა არაფერია ნათქვამი დეტალებზე. კერძოდ, თუ რომელი ეროვნების ჯარისკაცები არიან დაღუპულები.

ასევე გუშინ, ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაჰარში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო კამპანია დაიწყო, წლევანდელი წელი კოალიციისთვის ყველაზე მსხვერპლიანი გამოდგა.

XS
SM
MD
LG