ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა შეაჩერა ირანისადნმი რაკეტების მიყიდვა


რუსეთმა შეაჩერა ირანისადნმი რაკეტების მიყიდვა
რუსეთმა შეაჩერა ირანისადნმი რაკეტების მიყიდვა

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლი აღარ მიჰყიდის ირანს ჰაერსაწინაღო სარაკეტო სისტამას. ამის მიზეზად მან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესება დაასახელა. ადრე რუსეთს დაგეგმილი ჰქონდა ირანისადმი ეს-300-ის ტიპის რაკეტების მიყიდვა. რუსეთის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ამაზე პასუხის სახით ირანი განსაზღვრულ ნაბიჯებს მიმართავს რუსეთის მიმართ. რუსეთს დაგეგმილი აქვს საფრანგეთისაგან 4 სამხედრო შვეულმფრენ მზიდის შესყიდვა. თუმც, აღსანიშნავია რომ შეიქმნა პრობლემები რუსეთის მოთხოვნის გამო ოთხივე ხომალდი ეკიპირებული იქნას ულტრათანამედროვე თექნოლოგიით. აშშ-მ ისევე როგორც ბალტიის ქვეყნებმა და საქართველომ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ გარიგებით.

XS
SM
MD
LG