ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრალდება არმსტრონგის წინააღმდეგ


გასულ წელს პროკურორებმა გადაწყვიტეს არსმტრონგის საქმე დაეხურათ, თუმცა მთავრობამ სიტუაციის ღრმად შესწავლა მოითხოვა.

ფედერალური პროკურორის განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული გეგმა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელი ველომბრბოლელის ლანს არმსტრონგის წინააღმდეგ უნდა აღიძრას. სპორტსმენი წლების განმავლობაში მალავდა, რომ შეჯიბრის დროს ენერგომასტიმულირებელ მედიკამენტებს ღებულობდა.

სამშაბათს პროკურორმა ანდრე ბიროტემ, რომელიც არმსტრონგის საქმეს იძიებს, აღნიშნა, რომ სპორტსმენის მიერ გაკეთებული საჯარო აღსარება საქმის ცვლილებას არ შეცვლის.

ბიროტეს განცხადებით, გასულ წელს პროკურორებმა გადაწყვიტეს არსმტრონგის საქმე დაეხურათ, თუმცა მთავრობამ სიტუაციის ღრმად შესწავლა მოითხოვა.

ოთხი წლის განმავლობაში ველომბრბოლელი ლანს არმსტრონგი უარყოფდა სტიმალუტორების მიღების ფაქტს, თუმცა შარშან მას დაუმტკიცდა, რომ წლების განმავლობაში ის ამ ფაქტს მალავდა.
XS
SM
MD
LG