ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველი 8 ადამიანი დააკავეს


საუდის არაბეთში 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ამერიკისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.

"ასოშიეტედ პრესის" ცნობებით, დაკავებულთა შორის 7 მამაკაცი და ერთი ორსული ქალია. ყველა დაკავებული ქვეყანაში მცხოვრებ ქალთა უფლებების დამცველია.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ALQST, რომელიც ლონდონშია დაფუძნებული, აცხადებს, რომ ყველა დაკავებული მწერალი ან ბლოგერია, რომლებიც მანამდეც რეფორმებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში იყვნენ ჩართულნი.

ბადრ ალ-იბრაჰიმი მწერალი და ექიმია, რომელსაც ამერიკისა და საუდის არაბეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და დაკავებულთა შორისაა. მეორე ამერიკელი დაკავებული სალაჰ ალ-ჰაიდარია, აზიზა ალ-იუსუფის შვილი, რომელიც აქტივიზმის გამო უკვე ციხეშია სხვა 10 ქალთან ერთად. ისინი გასულ წელს დააპატიმრეს და სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

სამეფოს კრიტიკოსების წინააღმდეგ ეს პირველი ასეთი მასშტაბური ქმედებაა მას შემდეგ, რაც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს. ამ მკვლელობის გამო სამეფო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG