ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანში სარქისიანის პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ


დღეს, სომხეთის დედაქალაქში, დაახლოებით 6 ათასმა ადამიანმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართა. ოპოზიცია სერჟ საქსიანის მიერ "ხელისუფლების მიტაცებას" აპროტესტებს. პოლიციასთან შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დემონსტრაცია, სომხეთის მმართველი, რესპუბლიკური პარტიის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებდა.

წინა კვირებში, ასობით ოპოზიციურმა აქტივისტმა დემონსტრაციები გამართა, რომლითაც სარქისიანის საარჩევნო კამპანია გააპროტესტა.

სარქისიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მოსაპოვებელი კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს მიღებულმა საკონსტიტუციო შესწორებამ, ქვეყნის მართვის ძალაუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტიდან პრემიერ მინისტრს გადასცა.

ბოლო დღეებში დემონსტრანტების რაოდენობა ათასობით გაიზარდა. დღეს პროტესტზე გამოსულმა ადამიანებმა ერევნის ცენტრის დაბლოკეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG