ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი უნგრეთთან ურთიერთობებს წყვეტს


უნგრეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

სომხეთი აცხადებს, რომ ის წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას უნგრეთთან, ვინაიდან უნგრეთმა სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცს. პარასკევს, აზერბაიჯანელი სამხედრო ბაქოში დააბრუნეს, სადაც ჩასვლისთანავე პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიწყალეს. აზერბაიჯანელ ლეიტენანტს რამი საფაროვს დედაქალაქში თბილი დახვედრა მოუწყვეს.

ბუდაპეშტის საქალაქო სასამართლომ 2006 წელს საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საფაროვმა აღიარა, რომ ლეიტენანტ გურგენ მარკარიანთან შელაპარაკება მოუვიდა და შემდეგ ის ძილში დაახრჩო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ორივე უნგრეთში ნატოს ენის შემსწავლელ კურსებზე იმოფებოდა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG